www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესში
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესში - Supply Chain and Logistic მიმართულებით!

"Majid Al Futtaim Carrefour Georgia" მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და დაინტერესებულნი არიან ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში, კერძოდ, მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) დაგეგმვისა და ლოგისტიკის საოპერაციო მიმართულებით თავის დამკვიდრებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
დეპარტამენტი - Supply Chain and Logistic
ლოკაცია - Carrefour Georgia, სათაო ოფისი

კანდიდატს შეხება ექნება შემდეგ მიმართულებებთან:

** შესყიდვების დაგეგმარება
** ადგილობრივი მომწოდებლების შეკვეთების შექმნა
** იმპორტის პროდუქციაზე ცენტრალიზებული შეკვეთების გაკეთება
** საწყობის ოპერაციები
** საოპერაციო ანალიტიკა
** საწყობიდან მაღაზიებამდე ტრანსპორტირება/მარშრუტების დაგეგმვა

თუ დაინტერესებული ხართ ახალი გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებით, და თვლით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში უნდა განვითარდეს, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო, ლიდერ კომპანიაში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (თემის გრაფაში მიუთითეთ "სტაჟიორი").

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |