www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: თეგეტა დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კომპანია "თეგეტა დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=503

სამუშაოს აღწერა:

** მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვა;
** ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მოწოდება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
** დილერებთან კონკურენტული გარემოს შესწავლა;
** გამოწერილი ინვოისების საფუძველზე, კომპანიის ძირითადი საწყობიდან პროდუქციის აღება, საქონლის ადგილზე მითვლა, დანაკლისების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
** კლიენტებისთვის შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე მიტანა, მანქანიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა და ადგილზე დასაწყობების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისგან შეკვეთის აღება და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** წუნდებული პროდუქციის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა - პროდუქციის პრობლემის იდენტიფიცირება, ქარხნული წუნის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** კომპანიის პროდუქციის წინ წამოწევა, "ცხელ ზონებში" განლაგება;
** საჭიროების შემთხვევაში დილერებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა.

საკვალიფიკაციო უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |