www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ალფა
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ალფა", რომელიც წარმოადგენს პირველადი მოხმარების პროდუქტის ცნობილი ბრენდების (ბარაქა, ივერია) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მდებარეობა: თბილისი
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** ხელფასი 2000 ლარამდე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული გამომუშავებული ბონუსი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია
** ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dato@alfaltd.ge

ტელ: 555715577



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |