www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ბროკერი
მომწოდებელი: House Team
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

უძრავი ქონების სააგენტო "House Team" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ბროკერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კადრების განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზება;
** მომხმარებელთა ბაზების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პოზიტიური განწყობა ცხოვრებისა და სამსახურის მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 1500-5000 ლარამდე (ანაზღაურება დამოკიდებულია თქვენს შრომისმოყვარეობასა და მონდომებაზე);
** უწყვეტ ტრენინგებს-პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 ან 11:00-19:00;
** მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოს.

ჩვენი ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგი 14ბ

ჩვენ გეძებთ თქვენ თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: houseteaminfo@gmail.com. საკონტაქტო ნომერი: 577 95 58 58.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |