www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე სათავო ოფისში.

** მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა."
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** ბენეფიტი: წლიური პრემია / ჯანმრთელობის დაზღვევა
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

საქმიანობის აღწერა:

** მონაცემთა ბაზების დამუშავება და მათი ანალიზი, როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე საპროგნოზო ჭრილში;
** მონაცემთა ვიზუალიზაცია და შესაბამისი პერიოდული რეპორტების წარმოება;
** რეპორტინგისა და ანალიტიკის პროცესებში აქტიური ჩართულობა და პერსპექტივაში ალტერნატიული გზების მოძიება, სამუშაო გუნდთან ერთად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** MS Office / Excel - ის მაღალი დონის ცოდნა;
** Microsoft Power BI-სა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** მაღალგანვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარები.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტს ტექნიკური უნარების განსასაზღვრად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2022 წლის 10 დეკემბრამდე.

კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |