www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"SPAR Georgia" აცხადებს კონკურსს იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მოთხოვნიდან გამომდინარე სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** სატრანსპორტო საშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული ტარიფების შერჩევა/დადასტურება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
** დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
** პროდუქტების რეგისტრაციის ფაილის მომზადება;
** შემოსული ტვირთის პროგრამული ასახვა;
** ანოტაციების მომზადება შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, ბეჭდვა/მიწოდების პროცესის მართვა;
** საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში განაწილების მონიტორინგი;

მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |