www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"თეგეტას გუნდში" გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=504

გაყიდვების კონსულტანტი - მარნეული

გვჭირდება გაყიდვების კონსულტანტი:

** რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა
** შეუძლია კონფლიქტების მოგვარება
** კარგად უძღვება პრეზენტაციას
** ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

რას აკეთებს გაყიდვების კონსულტანტი?

** მომხმარებელს ემსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით, უწევს მას შესაბამის მომსახურებას;
** მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას, აცნობს მახასიათებლებს, დაინტერესების შემთხვევაში ამზადებს ინვოისს და ამისამართებს მოლარე-ოპერატორთან;
** მომხმარებელს სთავაზობს ალტერნატიულ პროდუქტს ონლაინ კატალოგის მიხედვით;
** მომხმარებელს აცნობს კომპანიაში არსებული სიახლეებსა და შეთავაზებებს;
** აკონტროლებს პროდუქციის სასაწყობე ნაშთებს და აწარმოებს შესაბამის ანგარიშებს;
** საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის სტაჟიორ-კონსულტანტს.

სასურველია:

** გქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გაყიდვების მიმართულებით მცირე გამოცდილება.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |