www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპ. ფინანსებისა და ხაზინის მართვის განყ. უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ფინანსებისა და ხაზინის მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნესერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვასა და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არაინდუსტრიულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

პოზიციის მიზანი:

** ხაზინის საოპერაციო საქმიანობის წარმართვა და არსებული ფინანსური რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
** ახალი პროექტებისა და არსებული ბიზნესმიმართულებების ანალიზი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალი კომპანიების საკრედიტო ორგანიზაციებთან ფინანსირებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საბანკო პროდუქტებზე (სესხები, აკრედიტივები, გარანტიები) კომპანიების ჭრილში ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, შესაბამის საბანკო ინსტრუმენტზე მოლაპარაკებების წარმოება და პროცესის ადმინისტრირება;
** ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება: პროექტის ანალიზი, პოტენციური რისკების შეფასება, საპროგნოზო ბიზნესშედეგების მოდელირება;
** ჰოლდინგის მასშტაბით კომპანიების ჭრილში მოზიდული საბანკო რესურსების/პროდუქტების მონიტორინგი;
** ბანკებთან კომუნიკაცია - პერიოდულად შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
** სტრატეგიული სახაზინო ოპერაციების მართვა;
** საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველდღიური ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი, მიმდინარე ბალანსის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ფინანსების დროული მობილიზება;
** მსხვილი სავალუტო პოზიციების მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე/შემნახველ ანგარიშებზე დარიცხვების კონტროლი;
** კომპანიების შიდა და გარე ფინანსირებების ორგანიზება, პროცესების დროული ინიციირება და ადმინისტრირება;
** საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულების ან CFA Level 1;
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office, 1C.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი.

მოხარული ვიქნებით, რომ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@gig.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |