www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"Betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.

პოზიციის დასახელება: კომერციული მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს დრო: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების გეგმის დასახვა, ბაზრის კვლევისა და მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე;
** საქმიანი ურთიერთობის წარმოება ორგანიზაციის ძირითად სტრუქტურულ ერთეულებთან, როგორიცაა მმართველი გუნდი, მომწოდებლები და გარე პარტნიორები;
** კომერციული მიმართულებით სტრატეგიების განვითარება ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მარკეტინგის დეპარტამენტსა და ორგანიზაციის სხვა დეპარტამენტის შორის, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისების მიღების უზრუნველსაყოფად;
** კორპორატიულ მიზნებზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიების განვითარება, ფინანსური მიზნების მისაღწევად;
** ფინანსური ანგარიშების და ბიუჯეტის ანალიზი მიღწეული მიზნების შესრულების შესაფასებლად;
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით;
** მიმწოდებლებთან, გარეშე პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა ბიზნეს-ოპერაციები ეფექტურად წარიმართოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით;
** მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

betlive.club გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |