www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"ინფრაკონი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა;
** პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი;
** კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის დაზღვევისთვის საჭირო პროცედურების წარმოება და პოლისების კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის;
** ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
** საწვავების ყოველდღიური კონტროლი;

სავალდებულო მოთხოვნა:

** 2-დან 3-წლამდე სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: jobs.infracon@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |