www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: RedMed
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"REDMED" პირველი, ინოვაციური სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მარტივად აკავშირებს სასურველ ექიმთან, მოსახერხებელ დროსა და ადგილას.

"REDMED" ასევე ამარტივებს ექიმის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ბინაზე გამოძახებას, კლინიკაში ჩაწერას, მეორეული სამედიცინო აზრის მიღებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან და გავცემთ დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

"REDMED" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა/გარე ციფრული არხებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;
** სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების კუთხით საინტერესო და კრეატიული ვიზუალის მოფიქრება, მომზადება;
** Landing გვერდების/პრეზენტაციების დიზაინის მომზადება/აწყობა;
** სოციალურ მედიაში სარეკლამო ვიზუალური მასალის მოფიქრება, დამუშავება;
** ციფრული სამედიცინო ინდუსტრიის პრაქტიკის შესწავლა/დაკვირვება და კრეატიული იდეების გენერაცია დიზაინისა და ფორმატის კუთხით;
** კოლაბორაცია კლინიკურ და სხვა განყოფილებებთან, საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება დიზაინის/გრაფიკული დიზაინის/მხატვრობის მიმართულებით;
** გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გრაფიკული დიზაინის ტრენდების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** პროაქტიულობა და ინიციატივა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე, კომფორტული გარემო;
** კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: career@redmed.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |