www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტის ეფექტიანობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, პროცესების ანალიზი, გამართვა და საჭიროების შემთხვევაში, სტანდარტების განახლება
** კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
** სრული ლოჯისტიკური ციკლის კოორდინაცია და მართვა
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და უზრუნველყოფა მიწოდების განყოფილების უფროსთან ერთად
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა
** ავტომობილების მოძრაობის კოორდინირება და გადაადგილების მუდმივი კონტროლი, GPRS სისტემის მეშვეობით
** მომარაგება-მიწოდების პროცესებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა
** სასაწყობე მარაგებისა და საოპერაციო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
** სფეროში არსებული სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოს შესახებ, პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება

გამოცდილება:

** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით
** საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა MS Excel

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 სთ-დან 18:30 სთ. შესვენება დღეში 1 საათი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |