www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სუში მანია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი სს "სუში მანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ამ დროისთვის გვაქვს 8 ფილიალი თბილისის მასშტაბით, საიდანაც ვახორციელებთ მიწოდებას 24/7. ჩვენი მიზანია გავხადოთ უგემრიელესი კერძები ყველასთვის ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ასევე სერვისით. http://www.sushi24.ge | http://www.pizza24.ge

ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 56ა
სამუშაო გრაფიკი: 5/2 ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის შაბლონების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო სპეციალიზაციის განხრა (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მსგავსი მიმართულებით იურისტად მუშაობის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (ვერბალური, წერითი);
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში-"Subject", მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "იურისტი".

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |