www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზანის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ამოცანები:

** HR და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები და ა.შ) წარმოება/დაარქივება
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დროულად და სრულყოფილად წარმოება
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა
** კომპანიის ელექტრონული და ბეჭდური კორესპონდენციის მართვა
** ადმინისტრაციული და საოფისე ჰიგიენური საშუალებების ბიუჯეტირება, მარაგების მართვა და შესყიდვების ორგანიზება
** კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** კომპანიის სტუმრების ვიზიტების ორგანიზება
** ადმინისტრაციული პერსონალის (დაცვა, დამლაგებლები) კვარტალური შეფასება და საქმიანობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა
** ენების ცოდნა: რუსული - B2, ინგლისური B2

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის #2
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** თანამშრომლობის პერიოდი - თანამშრომლობის პერიოდი: 6 თვე, დეკრეტის ჩანაცვლება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (HR ადმინისტრაციული მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |