www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის, მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ქალაქური წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ძირითადი პროდუქცია არის თხილი და ჩირები.

მდებარეობა: თბილისი, თემქა, ავშნის 88
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** განათლება (PR მარკეტინგი და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაოს მოთხოვნა სასურველია კვების (სნექის) სფეროში;
** MS პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint), ქორელი
** სასურველია ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური, თურქული;
** სასურველია მართვის მოწმობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების შესწავლის მიზნით;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის შედეგებზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალების შესრულება.
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
* სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შევსებული ქართულ ენაზე, მისამართზე qalaqurivc@gmail.com

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |