www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"ფინანსური ლაბორატორია", პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდით ბაზარზე გამორჩეული და ყველასთვის საიმედო პარტნიორია. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მათ ბიზნესზე მორგებულ სერვისებს. ჩვენთან თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი კონსულტაციითა თუ პროექტით. ის შეიძლება იყოს გრძელვადიანი და მოიცავდეს, როგორც ცალკეული ფინანსური მიმართულების, ასევე სრული ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგს.

"ფინანსურ ლაბორატორიაში" შენი ღირებულებების, ნიჭისა და მიზნების აღმოჩენის საშუალებით გექნება ყველა შესაძლებლობა, გახდე წარმატებული. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსი ჩვენი გუნდის თითოეული წევრია. გვჯერა, რომ მათი დაუღალავი შრომის, შემართებისა და დასახული მიზნებისკენ სწრაფვის შედეგია ფინანსური ლაბორატორიის წარმატება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ მათ მუდმივ განვითარებაში. შევუწყოთ ხელი, შეიძინონ ახალი უნარები, აღმოაჩინონ და სწორად მიმართონ საკუთარი პოტენციალი და მოახდინონ ცოდნის სწორი რეალიზება.

გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა.

შპს "ფინანსური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

და თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი პიროვნული თვისებებით:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტიანად მართვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის შეტანა და გადამოწმება;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის მომზადება და წარდგენა;
** რამდენიმე მენეჯერული რეპორტის ექსელში მომზადება;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ორისში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

სასურველი:

** ACCA-ს საკვალიფიკაციო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური ენის ფლობა.

უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ჩვენი კლიენტის ოფისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@finlab.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |