www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PHP Native დეველოპერი/პროგრამისტი
მომწოდებელი: კონექტი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"კონექტი" აცხადებს ვაკანსიას PHP Native დეველოპერი/პროგრამისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 2500+ (კვალიფიკაციის მიხედვით)

მოვალეობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** ვებ სერვისების დამუშავება და ინტეგრაცია;

ტექნიკური მოთხოვნები:

** PHP ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლიანი ცოდნა;
** MySQL - მონაცემთა ბაზების სიღრმისეული ცოდნა, ბაზის არქიტექტურის აგება და კომპლექსურ Query - ებთან მუშაობის გამოცდილება;
** HTML5, CSS3, JavaScript კარგ დონეზე ცოდნა;
** Rest/SOAP API ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** SEO გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით;

ზოგადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი (გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში);
** ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში: კომპიუტერული მეცნიერება, IT (განიხილება სტუდენტიც);

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** მზაობა ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი სრულყოფილი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: info@connect.ge

კომპანია "კონექტი"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის ვებ-პროდუქციის შექმნა.

კომპანიის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი პრეტენდენტებს შეუძლიათ იხილონ მისამართზე: https://www.connect.ge/en/projects



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |