www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური შესყიდვების და გაყიდვების დაგეგმვა და მის შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისად, კომპანიის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა;
** კატეგორიების ასორტიმენტის ფორმირება და წლიური შესყიდვების დაგეგმვა/განხორციელება;
** შესაბამისი კატეგორიის კომერციული შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** არსებული მარაგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ფორმირება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** განსავითარებელი კატეგორიების ბაზრის მუდმივი კვლევა/ანალიზი;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და შესაბამისი საპროდუქტო ჯგუფების ბაზარზე პოზიციონირების შემუშავება;
** პროდუქციის მარჟის განსაზღვრა, შენარჩუნება, გაზრდა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წამოება და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
** კატეგორიების მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა, მართვა და შეფასება;
** იმპორტთან დაკავშირებული საკითხების მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
** შესყიდვების მიმართულების მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომერციული შესყიდვების მიმართულებით;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** ვაკანსიების რაოდენობა (1)
** ლოკაცია - თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის #11
** სამუშაო საათები - 09:30-დან 18:00საათამდე;
** სამუშაო დღეები - 5 სამუშაო დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |