www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის დამხმარე
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის (მაღაზიის) დამხმარის პოზიციაზე.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სტენდის დამაგრება;
** სააქციო კუთხის მოწყობაში დახმარება;
** პროდუქციის შეფუთვა და მომხმარებლის ავტომობილამდე მიტანა;
** პროდუქციის ამოტანა საწყობიდან;
** თაროების დამაგრება/მოხსნა;
** ნიმუშების აწყობა;
** შოურუმში არსებული დაზიანებების შეკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ არის სავალდებულო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
** კეთილისინდისერი და პასუხისმგებლიანი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
** ანაზღაურება - ფიქსირებულ ანაზღაურება
** სამუშაო დღეები - 6 სამუშაო დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |