www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება სამრეწველო-ტექნიკური ან/და მექანიკის, ინჟინერიისა, და ტექნოლოგიის მიმართულებით;
** გამოცდილება, მაგალითად ნავთობბაზაში, ღვინის ქარხანაში, ან რომელიმე დიდ ტექნოლოგიურ საწარმოში: ჰიდრავლიკური სისტემების, სატუმბი ხელსაწყოების და რეზერვუარების მომსახურებაში;
** გამოცდილება ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების და სხვა ტექნოლოგიური/ინჟინერული დოკუმენტაციის (ნახაზების - პროექტების) შემუშავებაში, ტექნოლოგიური პროცესებში ცვლილებების განხორციელებაში;
** გამოცდილება ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
** შესაბამის სფეროში საწარმოო ინჟინრად 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაეცნოს და საფუძვლიანად შეისწავლოს დამსაქმებლის ქარხნის მუშაობის პრინციპები;
** დეტალურად დაამუშაოს დამსაქმებლის წარმოების-ქარხნის ტექნოლოგიური სამუშაო სქემა და სრულად აითვისოს დამსაქმებლის ქარხნის ტექნიკური დეტალები;
** მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ამუშაოს დამსაქმებლის საწარმო;
** სრულად აითვისოს დამსაქმებლის სამუშაო ციკლი და დამოუკიდებლად უზრუნველყოს დამსაქმებლის ქარხნის სტაბილური, გამართული მუშაობა;
** უზრუნველყოს დამსაქმებლის საწარმოს ელექტროენერგიით მომარაგების სქემა;
** განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების და სხვა ტექნოლოგიური/ინჟინრული დოკუმენტაციის (ნახაზების - პროექტების) შემუშავება, მასში ტექნოლოგიური პროცესების კორექტირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა;
** განახორციელოს ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
** უზრუნველყოს დამსაქმებლის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება;
** გაუწიოს ხელმძღვანელობა მის დაქვემდებარებაში მყოფ ინჟინრის თანაშემწეს და სხვა პერსონალს;
** შეისწავლოს დამსაქმებლის საწვავის წარმოების ტექნოლოგიის თანამედროვე ცვლილებები;
** განახორციელოს, კომპეტენციის სფეროში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
** პიროვნული თვისებები:,
** პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@biodiesel.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |