www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 4 უქმე დღე წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი საჭიროების გარკვევა და შესაბამისად გადამისამართება;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება - აღრიცხვა, რეგისტრაცია და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომსახურების ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** საოფისე ნივთების შესყიდვის პროცესის მართვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** საოფისე ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზებაზე ზრუნვა;
** ოფისში არსებული ტექნიკური საშუალებების შეკეთების ორგანიზება, აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სასურველია მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |