www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: LSG Solutions
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"LSG Solutions" არის სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ 2020 წელს დაფუძნებული, მშენებლობის მენეჯმენტის და ზედამხედველობის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს კომერციული, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით.
კომპანიის მიზანია ბაზარზე არსებული ცოდნის დეფიციტიდან გამომდინარე უმოკლეს ვადაში დაამკვიდროს მაღალი სტანდარტის საინჟინრო სერვისი მსხვილი ინვესტორებისთვის.

კომპანია ეძებს მაღალი დონის პროფესიონალს, მრავალწლიანი გამოცდილებით ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 8-წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება ხარჯთაღრიცხვების მიმართულებით;
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** CAD პროგრამების ცოდნა (საშუალო დონეზე);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით.

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:

** პრესტიჟულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას კახეთის რეგიონში;
** პროფესიულ განვითარებას;
** კარიერულ წინსვლას.

მშენებლობის ზედამხედველის სამუშაოს აღწერა:

** მასალების მოცულობათა უწყისის (BoM) და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (BoQ) ფორმატის შემუშავება, კომპონენტების შესაბამისი სახელწოდებებით;
** პროექტების ფარგლებში გამოსაყენებელი მასალების და სამუშაოების მოცულობების უწყისის თავმოყრა სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებისგან, მათი გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება;
** საპროგნოზო ფულის მოძრაობის დოკუმენტის მომზადება სამუშაოთა წარმოების გრაფიკის საფუძველზე;
** დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი, როგორც სამშენებლო მოცულობებთან, ისე საბაზრო ფასებთან შესაბამისობით დადგენის მიზნით;
** დამატებითი სამუშაოების საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის განახლება;
** ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაო მოცულობების და სამშენებლო რესურსების ხარჯის შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება კონტრაქტით დადგენილ მოცემულობასთან;
** დოკუმენტის შემოწმება მექანიკური შეცდომების არსებობაზე;
** დოკუმენტის შემოწმება მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოების სისრულეზე;
** ცალკეული პროექტების მიღება/ჩაბარების საფუძველზე სტატისტიკური ფაილის წარმოება და პროგნოზების გაკეთება შესაბამისი ვიზუალიზაციით;
** სამშენებლო ანგარიშების მიზნებისთვის, ბიუჯეტის ნაწილში შესაბამისი მიმოხილვის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების მოცულობების შერჩევითი გავლა სამშენებლო ობიექტზე;
** ფასის დადგენის ან ოპტიმიზაციის მიზნით შემსრულებელთან დისკუსიებში მონაწილეობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: info@lsg.solutions

ჩვენი ვებსაიტი: https://lsg.solutions



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |