www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონაჟი/ბარმენი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება: პერსონაჟი/ბარმენი

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: 18:30-02:00 (დღე გამოშვებით, თვეში საშუალოდ 15 დღე). მარტო არასდროს არ ხარ და მუშაობ მინიმუმ 1 ბარმენთან ერთად.

ასაკი: შეუზღუდავი

ანაზღაურება:

** შეთანხმებით: საშუალოდ დღიურად 45-60 ლარი, პლიუს სტუმართა მიერ გადახდილი ე.წ. "თიფი" (თიფი საშუალოდ 40-80 ლარია სეზონზე/ანუ ახლა, თუმცა მაგალითისთვის ზუსტად გუშინ, მარტო ერთმა სტუმარმა 555 ლარი დაუტოვა ბარმენებს)

მოთხოვნები:

** ემოციური ინტელექტი;
** ბარში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ საინტერესო პერსონაჟის და ძალიან გამონაკლის შემთხვევაში შესწავლას უზრუნველვყოფთ);
** ენთუზიაზმი;
** ესთეტიკის (მათ შორის ბარის ესთეტიკის) სიყვარული.
** სამუშაო დისციპლინის დაცვის უნარი (ნუ გავაწვალებთ ერთმანეთს).

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა - თუ მოგწონს ის, რასაც გააკეთებ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის, ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;

თუ თვლი რომ პირობები მისაღებია და იცი რა გინდა ან/და გჭირდება, გადმოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია.

დაკავშირება ვისთანაც მოხდება იცი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31 იანვარი, თუმცა ვჩქარობთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |