www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: WMS სასაწყობე პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "ლოჯისტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას WMS სასაწყობე პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამულად შემოსული შეკვეთების დამუშავება.
** საწყობის თანამშრომლებისათვის მობილურ კომპიუტერებზე დავალებების გადაცემა და მათი შესრულების კონტროლი.
** მენეჯმენტის დავალებით საწყობის თანამშრომლებისათვის თასქების გადაცემა მობილურ კომპიუტერებზე.
** მენეჯმენტის დავალებით პროგრამიდან სტატისტიკური ანგარიშგებების ამოღება.
** მენეჯმენტის დავალებით WMS პროგრამის ფარგლებში ოპერაციების შესრულება.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება 1C ERP-ში ან სხვა სააღრიცხვო პროგრამაში; WMS საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი 10:30-18:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ

P.S კომპანია ახორციელებს თანამშრომლების ტრანსპორტირებას საწყობის მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@logistica.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (WMS სასაწყობე პროგრამის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |