www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება "Vivo Medical Group" დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ან ორშაბათი-პარასკევი - 09:00-დან 17:00-მდე
განყოფილება: საოპერაციო/ამბულატორია
ანაზღაურება: განისაზღვრება განყოფილების და გრაფიკის შესაბამისად - 500, 550 ან 600 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარული ნორმების დაცვით სივრცის დალაგება;
** ლოკაციებიდან ნარჩენების გატანა წესების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 44 75 27.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |