www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალის ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თბილისის ფილიალის ლოგისტიკური პროცესების მართვა
** კურიერების შემოსვლა/გასვლის კონტროლი
** გაწერილი მარშრუტებისა და გრაფიკის მიხედვით, ამანათების ეფექტიანად ჩაბარების კონტროლი
** კომპანიის ლოგისტიკურ პროგრამაში მუშაობა
** კომუნიკაცია კომპანიის ურთიერთდაკავშირებულ განყოფილებებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 19:00 (შაბათს 10:00-17:00)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
მისამართი: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა

"ონვეი" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად უამრავი ამანათის ბედ-იღბალზე ზრუნავს.

იყო დრო, როდესაც "ონვეის" გუნდი სულ რამდენიმე ადამიანს აერთიანებდა, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად ჩვენი თანამშრომლების რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების შერჩევისას ერთი მიზანი გვქონდა: გვეპოვა ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სურდათ შეექმნათ ინოვაციური მომსახურება და ეზრუნათ საკურიერო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ზუსტად ასე შევკრიბეთ გამოცდილი თუ ახალბედა სუპერგმირები ერთ გუნდში, რომელიც მალევე კომპანიის მთავარ ღირსებად იქცა.

თუ განვითარებაზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური ადამიანი ხარ და თუ ფიქრობ, რომ შენი ადგილი სწორედ ჩვენს გუნდშია, გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტაზე: info@onway.delivery და დასახელებაში კი მიუთითე: ლოგისტიკის სპეციალისტი.

http://www.onway.ge | http://www.fb.com/onway.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |