www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზუგდიდში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველწლიური შიდა აუდიტის გეგმის შემუშავება და მისი წარდგენა სამეთვალყურეო და მენეჯმენტის საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
** განყოფილებების, დეპარტამენტების, ფილიალების, მენეჯმენტის პროცედურებისა და შიდა სისტემების პერიოდული კონტროლი და აუდიტი;
** შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, კანონის მოთხოვნებისა და შიდა აუდიტის სტანდარტების შესაბამისად;
** საოპერაციო და ფინანსური რისკების პრევენცია;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე პროცესში არსებული ნაკლოვანებების/დარღვევების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** აუდიტის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშების მომზადება და მისი წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის და გენერალურის დირექტორისთვის;
** შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი აუდიტის პროცედურების შესაბამისად;
** ცალკეული დარღვევების, პროცედურული ხარვეზების და საეჭვო ქმედებების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის დროული ინფორმირება;
** შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების, ასევე ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით, შიდა აუდიტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება;
** ბიზნეს პროცესების წარმართვის, სხვადასხვა სამუშაო ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიების სწორად გამოყენების კონტროლი;
** აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** შიდა აუდიტის, საფინანსო მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების, ინგლისური, რუსულის ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. 59

მსურველებს შეუძლიათ CV ელექტრონულად მოგვაწოდონ მისამართზე: job@lazikacapital.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |