www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკის გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში ტექნიკის გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე (თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ტექნიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევა, მათთვის ამა თუ იმ პროდუქციის სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ახსნა
** მომხმარებლისთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
** ტექნიკის შეძენისას გადახდის დოკუმენტაციის, ასევე საგარანტიო დოკუმენტაციის შევსება და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
** ტექნიკის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში
** თაროების ახალი ტექნიკით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება
** მომხმარებლის დაინტერესებასა და სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

მოთხოვნები:

** ტექნიკისა და მისი მახასიათებლების ცოდნა ან/და შესწავლის სურვილი
** თავაზიანი მომსახურებისა და კომუნიკაციური უნარები
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშო პირობები:

** გრაფიკი: დღეში 8 საათი
** ანაზღაურება - ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან
** ლოკაცია: ისთ ფოინთისა და თბილისი მოლის ფილიალები

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკის გაყიდვების წარმომადგენელი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |