www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 15108_tender_gcsd_transport_service_1247603.zip
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" ("GCSD") აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა. "GCSD"-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართ 1-ში.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** მომსახურების ფასი, დღგ-ის ჩათვლით;
** კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
** მიმდინარე კორპორაციული კლიენტების ჩამონათვალი;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელფოსტით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge. ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე".

სატენდერო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** მომსახურების ღირებულება;
** მომსახურების ხარისხი;

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |