www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების გამართულობის ზედამხედველობა, მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
** დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი;
** დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის აღრიცხვა ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** ახალი ტექნიკის მიღება-ჩაბარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის დანადგარების გამართულ მუშაობას;
** გაუწიოს რეკომენდაცია წარმოების ოპერატორებს პროდუქციის წარმოების პროცესში;
** ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი (დანადგართან მუშაობის) ახალ მიღებულ კადრებს;
** წარმოების პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა შესაძლებლობისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** მოამზადოს და წარუდგინოს ხელმძღვანელს ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
** ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
** აუცილებელია ელექტრიკოსის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ, 24 საათი;
** კვება + დაზღვევა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 11 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "ელექტრიკოსი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |