www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის (IT Support) თანამდებობაზე ქ. თელავში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 880 ლარი (ხელზე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
** აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, გამართვა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** პროგრამაში არსებული ხარვეზების პოვნა;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემის - MS Windows და საოფისე პროგრამების (MS Office) საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ-პროფესიული).

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 11.12.2022. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT Specialist - Telavi".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |