www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

ვინ ქმნის "VELI.store"-ს?

"ველის" ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

"ველის" ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით

"veli.store"-ს გუნდი ეძებს ლოჯისტიკის მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
** ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** ტვირთის მისაღებად საჭირო წინასწარი ფაილის მომზადება და მონაცემის შემოწმება;
** ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (წერილი, განცხადება და სხვა) მომზადება და დანიშნულების მიხედვით გადაცემა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ლოჯისტიკის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |