www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: PODSY
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "პოდსი" (PODSY) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-21:00 (შესვენება - 1 საათი) (კვირაში არაუმეტეს 40 საათი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა, სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მარაგების მართვა, კონტროლი და ადმინისტრირება;
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.office.centralbranch@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |