www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი" - ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია

პოზიცია: ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს და რესტორნის შესაბამისი სივრცეების დალაგება-დასუფთავება
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოხმარება წესების დაცვით
** კვებისა და სასმელების განყოფილებაში გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა - გასუფთავება, გადატანა, შენახვა
** ნარჩენების გატანა შესაბამისი წესების დაცვით
** სამზარეულოს ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ქიმიკატების გამოყენების წესების ცოდნა
** სანიტარული და ჰიგიენის წესების დაცვა
** კომპანიაში შემუშავებული რეგულაციების დაცვა.
** შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა
** სუპერვაიზერის ინფორმირება პრობლემების და არაორდინალური სიტუაციების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ოპერატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: leilaa@gulfaquamarinehotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |