www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

"იმპოსტი მეპ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალგაყვანილობის სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის შესაბამისად, ფასების მოძიება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება.
** პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა.
** პროექტში განხორციელებული ცვლილებების გაკონტროლება და შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირება.
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი.
** პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის.
** ფასთა ოპტიმიზაციის მიზნით პროექტის სპეციფიკაციების დამუშავება მთავარ ინჟინერთან.
** ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი
** პრობლემების ანალიზისა და იდენტიფიცირების უნარი
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@imep.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარჯთაღმრიცხველი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |