www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 45.5 მილიონ წევრ ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას.

პირობები:

** ლოკაცია: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული 9:00 - 17:00 სთ
** ხელფასი: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** წერილების, დოკუმენტების და სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა სხვა მასალის დანიშნულების ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციებზე;
** ავტომობილის სისუფთავის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** პირადი ავტომობილის ყოლა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** არამწეველი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: info@icc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მძღოლი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |