www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End პროგრამისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენთან გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები, როგორებიცაა: Blazor Server And Web Assembly, Razor Pages და სხვა მრავალი.

სამუშაოს აღწერა:

ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები კომპლექსური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ შეძლებთ მონაწილეობას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ეტაპზე: არქიტექტურის მოფიქრება, ტექნოლოგიების არჩევა, მაღალი წარმადობის, ბიზნესზე ორიენტირებული და ტესტირებადი კოდის იმპლემენტაცია.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** თვითგანვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** Html, CSS-ის საფუძვლიანი ცოდნა
** UI/UX საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება
** C#-ის ცოდნა
** JavaScript-ის მინიმალური ცოდნა
** ერთ-ერთ UI Framework-თან მუშაობის გამოცდილება
** ხარისხზე ორიენტირებული კოდის წერა
** პროექტის შესაბამისად არქიტექტურისა და ბიზნესური პრობლემების გადაწყვეტის მოფიქრება
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფიდენციალურობის დაცვა
** როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** Blazor Server ან/და Web Assembly-თან მუშაობის გამოცდილება
** Razor Pages-თან მუშაობის გამოცდილება
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე 15 დეკემბრამდე vacancy@altasoft.ge და ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Front-End Developer.

შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან Altვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |