www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საოპერაციო პროცესების უწყვეტი განვითარება, დახვეწა, ავტომატიზაცია და სერვისის საერთო მიზნებთან თანხვედრაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** ტექნიკის საერთაშორისო ბრენდების მოთხოვნების შესაბამისად საგარანტიო სერვისისა და ტექნიკური სერვისის პროცედურების დანერგვა შიდა საოპერაციო პროცესებში;
** მარაგების შესყიდვის, მიღების მართვისა და საბოლოო გამოყენების/უტილიზაციის სრული პროცესის მართვა, კონტროლი .
** ბრენდებთან ურთიერთობისა და რეპორტინგის პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა;
** საწყობის პერიოდული რეგულარული აღწერების ჩატარების ორგანიზება;
** კომპანიის ავტოპარკისა და მძღოლების მართვა, მხარდაჭერა და კონტროლი;
** სერვისის მიმართულებით ადმინისტრაციული მხარდაჭერის განხორციელების უზრუნველყოფა, ოფისის გამართულად მუშაობისა და თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო პროცესების პროგრამულად და დოკუმენტურად ასახვის უზრუნველყოფა;
** ინიციატივების დაყენება საოპერაციო პროცესების ავტომატიზაციაზე, გამარტივებაზე, სიახლეების დანერგვაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციას უფრო მოქნილი და სწრაფი იყოს;
** საოპერაციო მიმართულებით გუნდის მოტივაცია, განვითარება, ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში მონაწილეობა და გუნდურობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.com.ge 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |