www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელ. კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ელექტრონულ პლატფორმაზე გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, იმპლემენტაცია და ანალიზი;
** ელექტრონულ პლატფორმაზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტის, პრომო აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების კვლევა (პროდუქტები; პარტნიორები, ტრენდები) და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ინიციატივა;
** მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან (გაყიდვები, მარკეტინგი, , ლოგისტიკა და სხვა);
** ციფრული არხების გამოყენება (ვებ-გვერდები, Google, სოციალური მედია არხები, Youtube, Email და SMS მარკეტინგი);
** SEO ოპტიმიზაცია;
** ბლოგები/ვლოგები საიტისთვის;
** სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა (საკურიეროები, ბანკები, მომწოდებლები);
** ვებ-ადმინისტრატორის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი (ვებ-გვერდზე დამატებული პროდუქცია, საიტზე არსებული კოლექციების/ფასდაკლებების/აქციები, საიტზე შემოსული შეკვეთები, სერვისი);
** საიტის ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა (დეველოპერები, პროგრამისტები);
** ხარჯების კონტროლი;
** დოკუმენტაციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ციფრულ სექტორში პროდუქტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ანალიტიკური უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ელ კომერციის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |