www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ოქსონ სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "ოქსონ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანია "ოქსონ სოლუშენსი" წარმოადგენს ბიზნეს-მენეჯმენტ და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციას მართვის პროცესისა და ბიზნესის პროცესების გაუმჯობესებაში, ოპერაციების ეფექტურ მართვაში, კორპორატიული გადაწყვეტილების შედეგების ანალიზსა და ინვესტიციების განხორციელებასთან არსებულ რისკების გაანალიზებაში.

დასაქმების ტიპი: არასრული სამუშაო განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-4 დღე, საღამოს 20:00-00:00 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრული განრიგისა და ინსტრუქციის შესაბამისი ოპერაციები სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში (რომელიც სირთულით მსგავსია MS Excel-ში მუშაობისა)
** ოპერაციების ჩაწერა, აღრიცხვა და ანგარიშგება
** პროგრამული გამართულობის ზედაპირული კონტროლი და მონიტორინგი
** კომპანიის მენეჯმენტის სხვა მითითებების შესრულება

ცოდნა, სამუშაო გამოცდილება და უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@oxon.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ანალიტიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |