www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თეთრი კვადრატი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამოქალაქო იურიდიული განათლება
** სამოქალაქო სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა
** განახლებული სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის და მერიასთან ურთიერთობის გამოცდილება

უპირატესობა მიენიჭება:

** ინგლისური ენის ცოდნა (ვერბალური, წერითი)
** რუსული ენის ცოდნა
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ხელშეკრულებების შესწავლა და საქმის მართვა
** წარსულში დადებული ხელშეკრულებების შემოწმება
** კომპანიის ყველა საქმიანობაში ჩართვა და იურიდიული რეკომენდაციების გაწევა
** ახალი ხელშეკრულებების მომზადება (მიმდინარე საქმიდან გამომდინარე)
** წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა-დანერგვის პროცესში მხარდაჭერა
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა
** შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარები (time management, follow up)
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს დელეგირების უნარი
** პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა სამუშაოს შესრულება (multitasking), ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
** კონკურსი შეიძლება მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 10.12.2022-მდე შემდეგ მისამართზე: vgureshidze@bkholding.ge Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |