www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი".

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა. 2022 წელს კომპანია განვითარების მზარდი ტემპებიდან გამომდინარე, ახალ ეტაპზე გადასვლას, შიდა რეფორმებსა და დიდ გარდაქმნებს გეგმავს. ეს იქნება ჰოლდინგი, რომელიც გარდა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს მიმართულებისა, დაიქვემდებარებს შვილობილ კომპანიებსაც.

კომპანიის ორგანიზაციული გარდაქმნების პარალელურად კი მიმდინარეობს შიდა საკადრო რეფორმაც. ჰოლდინგი "ფოლადის სახლი" ეძებს მაღალი დონის პროფესიონალებს მსხვილ მენეჯერულ პოზიციებზე. რომლებთან ერთადაც ორგანიზაცია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციას განიმტკიცებს.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: https://www.poladissakhli.ge

ვაკანსია: შესყიდვების სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ჩაითვლება უპირატესობად
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სამშენებლო სფეროში და/ან საწარმოში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა (სასურველია სპარსული ენის ცოდნა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, იუმაშევის ჩიხი #14
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ბენეფიტები:

** ტრანსპორტირება
** კვება
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge - 2022 წლის 11 ნოემბერი-11 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების სპეციალისტი".

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |