www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხორცის ოპერატორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ზედნადებების ჩამოტვირთვა
** ხორცის პროგრამულად დაშლა
** პროგრამული გადაწერები ობიექტებზე
** გატარებული საბუთების გადამოწმება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი

უპირატესობა მიენიჭება მსგავს სფეროში გამოცდილების მქონე პირებს.
სამუშაო განაკვეთი: 08:00- 20:00 2/2, თვეში 15 სამუშაო დღე
მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი # 165

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |