www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IOS დეველოპერის კურსი დასაქმების პერსპექტივით
მომწოდებელი: ედუტეკი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"ედუტეკი" არის 5 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია IT განათლების სფეროში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილია არაერთი ინტენსიური ბუთქემფი, რომელიც წარმატებულად დაასრულა 500-ზე მეტმა მონაწილემ. მათი უმეტესობა, დღესდღეობით დასაქმებულია როგორც ქართულ, აგრეთვე გლობალურ კომპანიებში.

ჩვენი პრიორიტეტია კვალიფიციური კადრის გაზრდა და დასაქმება IT განათლების სფეროში. ეს კი გულისხმობს სტუდენტების მომზადებას, აქტიურ ბუთქემფს სწავლის პროცესში, კურსის გავლის შემდეგ მათ მომზადებას და დასაქმებაში მხარდაჭერას, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.

კურსი - გახდი IOS დეველოპერი 5 თვეში.

დეტალური ინფორმაცია:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს დამწყები IOS ჯუნიორ დეველოპერი.

იმისათვის, რომ მოხვდე აღნიშნულ კურსზე, საჭიროა:

1. გაიარო რეგისტრაცია.
2. გაესაუბრო ჩვენს განათლების კონსულტანტს.
3. გაესაუბრო ტრენერს შენი დონის დასადგენად

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან Edutech-ის პარტნიორ Tech კომპანიებში.

Bootcamp ის დასრულების შემდეგ, გეცოდინება:

** როგორ იმუშაო Xcode IDE გარემოში
** Swift პროგრამირების ენა
** როგორ შექმნა iPhone, iPad, iwatch აპლიკაციები
** როგორ გატესტო აპლიკაციები შესაბამის მოწყობილობებზე
** როგორ განათავსო აპლიკაციები App Store -ზე

კურსს გაუძღვება: ნიკა კირკიტაძე
ღირებულება: 2750 ლარი. (ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება, ან შესაძლებელია თანხის გადანაწილება 3-4 ეტაპად).
დაწყების თარიღი: 5 დეკემბერი.
ხანგრძლივობა: 5 თვე, ჯამში 120 საათი, კვირაში 3 დღე (დისტანციურად).

Bootcamp-ის მიზანია, გასწავლოს Swift პროგრამული ენის საფუძვლები, IOS დაპროგრამების ძირითადი მახასიათებლები, თუ როგორ განსაზღვრო აპლიკაციების არქიტექტურა და ტექნიკური გადაწყვეტილებები, დასახო ამოცანები, ჩაატარო კვლევა და განსაზღვრო რა სახის რესურსებია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.

კურსის ბოლოს გექნება ცოდნა თუ როგორ შექმნა მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციები, სადაც ლოგიკურად იქნება იმპლემენტირებული სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანები.

კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, გექნება გამზადებული პორტფოლიო და მზაობა, გაიარო ტექნიკური გასაუბრება პარტნიორ Tech კომპანიაში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ: https://edutech.ge/index.php/ios-bootcamp/

კურსზე დასარეგისტრირებლად, გაიარეთ რეგისტრაცია: https://form.jotform.com/223054014703038 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577018343



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |