www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ანაბეჭდი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"ანაბეჭდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"ანაბეჭდი" უნიფორმების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვების ტრანსპორტირება;
** ადგილობრივი მომწოდებლებისგან საჭირო მასალის ტრანსპორტირება;
** შეკვეთების დროული ჩაბარების უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ნიმუშების ჩაბარების უზრუნველყოფა;
** საწყობიდან საწარმოში პროდუქციის ტრანსპორტირება;
** გამოწერილი ზედნადების შესაბამისად ტრანსპორტირების განხორციელება.
** კომპანიაში დანერგილი უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
** მანქანის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება: 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@anabechdi.ge. თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.

წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |