www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი. "მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ- ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში:

მოვალეობები და ფუნქციები:

** მართვის მოწმობა BC კატეგორია
** მფლობელობაში არსებული მანქანის მოვლა-პატრონობა;
** საწვავის ბარათისა და ხარჯის კონტროლი;
** ყოველდღიური საგზურის წარმოება;
** ცენტრალური საწყობიდან შეკვეთის მითვლა/ბორტზე დატვირთვა;
** ნაშთებში ცდომილების შემთხვევაში სათანადო პირების დროული ინფორმირება;
** საწყობიდან მიღებული შეკვეთის ზუსტი, ზედნადების მიხედვით განსაზღვრული რაოდენობისა და დაუზიანებელი სახით მიწოდება დანიშნულების ადგილისათვის (მაღაზიებისთვის);
** მაღაზიებში მიტანილი შეკვეთის მითვლა პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება, შესაბამისად დამოწმებული დოკუმენტაციის სახით;
** მაღაზიებიდან უკან დაბრუნებული პროდუქციისა და ინვენტარის საწყობში დაბრუნება დაუზიანებლად, ზედნადების მიხედვით;
** მაღაზიებისთვის მიტანილი პროდუქციის დასაწყობება მათსავე საწყობში;
** პროდუქციის/ ინვენტარის ტრანსპორტირება მხოლოდ ზედნადების საფუძველზე;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |