www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ნაზილბე
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის აწონვა
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება
** ფასების სწორად განთავსება. ვადების კონტროლი
** ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სასურსათო მაღაზიების სფეროში გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი მომსახურების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კეთილსინდისიერება
** დეტალებზე ორიენტირება
** შედეგზე ორიენტირება

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში ერთი დღე დასვენება
ანაზღაურება: 650 ლარი
დანამატი: ექვს თვეში ერთხელ 900 ლარის ოდენობით.

ასევე სამუშაოს შესრულება მაღალი შეფასებით, წახალისდება დამატებითი ბონუსით.

კომპანია სრულად ფარავს საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებს
დაგვიკავშირდით ნომერზე: 592 111 666

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://crm.nazilbe.ge/pub/form/3/jhlq89/ და გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: კონსულტანტი - ბათუმი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |