www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული კომპანია "Apart Development" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებში/მოლაპარაკებებში;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება/კორექტირება;
** პროექტის განშლის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მასთან დაკავშირებული პროცედურების კოორდინირება;
** მიწის და სხვა უძრავი ქონების გარიგებების მომზადება, სამშენებლო ნებართვების საკითხებში იურიდიული ჩართულობა;
** კომპანიის მიმდინარე საკითხებზე, მესამე პირებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებზე;
** საექსპლუატაციო დოკუმენტების მომზადება, მუნიციპალურ და სხვა კერძო/საჯარო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** პროექტების და პროცესების იურიდიული მხარდაჭერა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, იურისპრუდენციის განხრით;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დეველოპერულ / სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარები (time management, follow up);
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა სამუშაოს შესრულება (multitasking), ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 30.11.2022-მდე შემდეგ მისამართზე: office@apart.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |