www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სოფლის მეურნეობის ტექნიკების მიმართულებით.

"ასპ-გრუპის" ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://agt.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის დამუშავება, შეკვეთა და ზედამხედველობის გაწევა პროცესის მიმდინარეობაზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
** მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
** კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი);
** კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კარგად ერკვევა სოფლის მეურნეობის ტექნიკის სპეციფიკაში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS (Word, Excel, Outlook) Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-2000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 2000 ლარი + პრემია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2022 წლის 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |