www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

ახალი "ლიბერთი" - ახალი ცხოვრებისთვის!

ვაცხადებთ ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** IT დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის / პროექტების / დავალების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის / აღწერილობის (მათ შორის ტექნიკური და დიაგრამების) მომზადება ან/და რეკომენდაციის მიწოდება;
** ბიზნეს სტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა ბანკში დადგენილი საკომუნიკაციო არხების მიხედვით;
** ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;
** შემუშავებული ან/და გაანალიზებული ბიზნეს დავალების ჩამოყალიბება ტექნიკურ დავალებად;
** საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბიზნეს ანალიტიკოსის (სასურველია IT ბიზნეს ანალიტიკოსის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების აღწერის გამოცდილება;
** სასურველია Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
** სასურველია ORACLE-ის ან/და MSQL-ის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. (არა სავალდებულო).

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრიტიკული, და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2022 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |